ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი ვერ გახდება შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში - საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა

ევროკავშირი ვერ გახდება შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არა. რუსები ამას არ მიიღებენ, ისევე როგორც ჩვენ არ მივიღებთ რუსეთს შუამავლად", - განაცხადა ბორელმა კითხვაზე, შეუძლია თუ არა ევროკავშირს შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. ამასთან, მან დასძინა, რომ "ჩინეთი ასევე არ არის შესაფერისი, რადგან ის რუსეთისკენ არის მიდრეკილი. თურქეთი კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მას კარგი ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან".

ბორელის თქმით, საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა და მოლაპარაკების შედეგი მხოლოდ უკრაინამ, რუსეთმა და შუამავალმა უნდა განსაზღვრონ.

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე შეეცდება რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას.

რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე შესაძლო ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით კი ბორელმა აღნიშნა, რომ „გაზი სტრატეგიული პროდუქტია, რადგან ის არა მხოლოდ ენერგიის წყაროა, არამედ ნედლეულიც ნავთობქიმიური მრეწველობისთვის”.

„ახლა ჩვენ გვჭირდება ახალი მომწოდებლების პოვნა", - განაცხადა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო