მარია ზახაროვა - ლიეტუვის გადაწვეტილება, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოაცხადოს, პროვოკაციად და ექსტრემიზმად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს რუსეთი სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს პროვოკაციად და ექსტრემიზმად აფასებს.

"ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციას და განცხადებებს, დგამენ ასეთ ექსტრემისტულ ნაბიჯებს - სხვაგვარად არ შეიძლება ეწოდოს. ყველა ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ნატო-ს უკანონო და აგრესიული ქმედებები. რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია. ეს ზუსტად უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტი“, - განაცხადა ზახაროვამ.

ლიეტუვის სეიმმა სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდად, რუსეთს კი ტერორიზმის ჩამდენ სახელმწიფოდ აცხადებს. პარლამენტმა ასევე მოითხოვა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გამოიძიებს რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებს უკრაინაში.

„ჩვენ აშკარად გვაქვს მიზეზები, რომ ამას გენოციდი ვუწოდოთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა CNN-თან ინტერვიუში. „პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ უკრაინას აქვს უფლება არსებობდეს როგორც ქვეყანა და ის ცდილობს დაამტკიცოს თავისი აზრი იმით, რომ კლავს შვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ქალაქებს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა