გიორგი ვაშაძე - ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს და შეუერთდეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას. ამის შესახებ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ყველა ნაბიჯს დაუჭერენ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს.

„როგორც ვიცით, ყველა ექიმი ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა. პოლიტიკურად მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს არ არის ასეთი საკითხი. სუფთა, ადამიანური და ჰუმანიტარული საკითხია, რომელსაც მხარს ვუჭერთ. თავდებობაზე გვექნება მსჯელობა ფრაქციაშიც და სხვა პარტნიორებთან. ეს ხომ პოლიტიკური ჟესტია. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" ვთქვით, რომ ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს",- აღნიშნავს ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო