უნგრეთის საგარეო მინისტრი - რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის საზღვაო გადაზიდვებზე გავრცელდება და მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული

ევროკავშირის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების შესახებ გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას და არ გვთავაზობს იმ უზარმაზარი პრობლემების გადაჭრას, რასაც ეს სანქციები უნგრეთს შეუქმნის, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ აქამდე ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკომისიას საკითხი გადაჭრილი არ აქვს, ამიტომ ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის გავრცელდება ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე და რუსული ნავთობის მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას ითვალისწინებს.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა