ლევან დავითაშვილი - საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანაა ამერიკისთვის

აშშ- ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

ლევან დავითაშვილი ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ინტერესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მიმართ ამერიკული ბიზნესის მხრიდან გამოითქვა, მოიცავს მთელ რიგს დარგებს - მათ შორის არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე.

„ენერგეტიკა დღეს აქტუალური თემაა. ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები. ამასთან, საქართველო განიხილება ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტადაც. ასევე დიდია განახლებადი ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობები ქვეყანაში, რაც ამერიკელ ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს რეგიონში. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს როლი რეგიონში განსაკუთრებულია და საქართველო არის მოკავშირე, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებს.

„საქართველო არის რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანა ამერიკისთვის, რაც არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას.

„უსაფრთხოების და პოლიტიკის სფეროში ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ ასევე დიდი პოტენციალია ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ასევე უნდა იყოს გამოყენებული. ამისთვის ამერიკული ბიზნესი არ იქნება მარტო. საუბარია ამერიკის სახელმწიფო საფინანსო ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებაზე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი განცხადებით, ამერიკულ ბიზნესთან საუბრისას განიხილება პროცესში ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), აშშ - ის ექსპორტ-იმპორტ ბანკი; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები არის პრიორიტეტული და ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აშშ - ში დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა