ხათუნა სამნიძე - არ ვთვლი სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს - ვეთანხმები, რომ ის გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ

არ ვთვლი სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს - ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, თავდებში დაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ, ის ქვეყანაში დაბრუნება და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.

სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის და არც სამართლებრივად სწორად მიაჩნია.

„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ,"- განაცხადა სამნიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის სააკაშვილის მიმართ უნდობლობა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და ხომ არ გრძნობს უხერხულობას, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სიით არის პარლამენტში, რადგან მასთან იყო ბლოკში, სამნიძე პასუხობს, რომ ის "რესპუბლიკური პარტიის" სიით მოხვდა პარლამენტში.

„მე არ მითქვამს ვინმეს ვენდობი თუ არა, რაც შეეხება ჩემს მანდატს, ეს იყო საარჩევნო ბლოკი და წაიკითხეთ ბლოკის შეთანხმება, მე არავის სიით არ მოვხვდი პარლამენტში, მე ვარ აქ „რესპუბლიკური პარტიის“ სიით, ბლოკის ნაწილით", - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო