გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინიკოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები, მათ შორის, უკრაინა-რუსეთის ომი, ნატო-ს გაფართოების საკითხი, ნატოსა და საქართველოს მჭიდრო კავშირები და საქართველოში არსებულ ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრით მოხარული დავრჩი, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკაზე, რუსეთის უკრაინაში საშინელ აგრესიაზე, ნატო-ს მოქმედებებზე და უკრაინის მიმართ დახმარებაზე, სხვა რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებზე, მათ შორის, საქართველოზე ვისაუბრეთ. ასევე, მადრიდში გასამართ ნატო-ს ლიდერების სამიტზე ვისაუბრეთ. ასევე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მუშაობაზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებაზე, რომლის ფასილიტაციაც ნატო-ს მხრიდან საქართველოსთვის გაგრძელდება“, - განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, თუ რაიმე შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში და სამომავლოდაც, უსაფრთხოების გარანტი იყოს, ეს არის სწორედ ნატო.

„ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, ნატოსთან უფრო დავახლოვდეთ. განცხადებები, საგარეო და საშინაო საქმეები არის განსხვავებული, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს. თანამშრომლობა არ ნიშნავს მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობას, ეს ნიშნავს დემოკრატიას, რეფორმებს, სამართლიან არჩევნებს და იმ მომავალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ამიტომ ახალ წარმომადგენელთან ჩვენი შეხვედრა და ამ საკითხებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კურსს მიყვება.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რეალურად საქართველოს ევროინტეგრაციის, ნატოში გაწევრიანების კურსს მიყვება. საპირისპირო საქმეს აკეთებს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ამოცანები ამით არ იცვლება, პირიქით. ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ ჩვენ ჩვენს ისტორიულ ამოცანას უნდა მივაღწიოთ. ამ საქმეში, ასეთ დროსაც, როდესაც მთავრობა არ გყავს, მნიშვნელოვანია კონტაქტისა და კომუნიკაციის შენარჩუნება ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციასთან, ნატოსთან, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსთვის საკვანძო ამბავი და გაწევრიანება პრიორიტეტია. ამიტომ ბუნებრივია, ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახალი წარმომადგენელი ჰყავთ და ჩვენ გვქონდა საშუალება, ჩვენი ხედვა გაგვეცნო ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც თავისუფალ სამყაროს ამ რეგიონში, საქართველოში, ქვეყნის გარედან, ბოროტების იმპერიის მხრიდან, პუტინის რუსეთის მხრიდან უკრაინაში აგრესიის დროს და ქვეყნის შიგნით იმ რეჟიმის პირობებში ემუქრება, რომელიც ჩვენი აზრით, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს