გიგა ბოკერია - დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მოკავშირედ პუტინს და მთავარ მტრად დასავლურ სამყაროს აღიქვამს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას და მომავალს

არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს - დასავლეთს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს, იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ - ეს რეჟიმი ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ყველაფრის ფასად იცავს, რადგან „ეს მთავრობა მთლიანად ივანიშვილზე არის აწყობილი“.

„ქართული ოცნების“ გზავნილები ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ გუშინ ვნახეთ განცხადება, რასაც იგივე ხასიათის განცხადებების ციკლი მოყვა და შემდეგ „იმედზე“ იმით დაგვირგვინდა, რომ ამ ყველაფერს დასავლეთის პროპაგანდა დაარქვეს იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ. ეს განცხადებები არის შემდეგი ნაბიჯი იანუკოვიჩის გზაზე, როდესაც თავისუფალ სამყაროს ეწინააღმდეგები, შემდეგ რეალური თუ არარეალური ამბების გამო გაქვს პანიკა, რომ თავისუფალი სამყარო შენს წინააღმდეგ რაღაცას იზამს. ეს ჯერჯერობით რეალურად არ მომხდარა, თუმცაღა ეს არის თვითახდენადი წინასწარმეტყველება. პოლიტიკური უბედურებაა ის, რომ ეს კაცი (ივანიშვილი) თავს დაიღუპავს, ოღონდ ამასობაში ქვეყანას აზიანებს. არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს - დასავლეთს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს. იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ. ეს რეჟიმი ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა.

გასაკვირი არ არის თუ რატომ იქცევა ხელისუფლება ამგვარად. ივანიშვილს ბოლომდე, ყველაფრის ფასად იცავენ, რადგან ეს მთავრობა მთლიანად ივანიშვილზე არის აწყობილი. დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ მისი მთავარი მტერი დასავლეთია. ის სიტუაციას ასე ხედავს: ჩემი მოკავშირე არის პუტინი და მთავარი საფრთხე დასავლეთი. ამიტომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ და ქვეყანას განვითარების საშუალება მივცეთ,” - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა