მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თავის მორჩილ სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს

ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თავის მორჩილ სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს. მხარეებთან მაინც ელემენტარული, სახის შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს, რომ მოსამართლეები სხდომათა დარბაზში სასაცილოდ არ გამოიყურებოდნენ, -ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ექსპერტების დაშვების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისისთვის გადადო.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ამაზრზენია, თუ რა მდგომარეობაში აგდებს ხელისუფლება მოსამართლეებს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ნინო ჩახნაშვილს.

„მოსამართლე გავიდა სათათბიროდ. უნდა გამოსულიყო 15 წუთში და ვნახეთ ერთ საათიანი შუალედი. ერთი საათის შუალედში მოსამართლე გამოვიდა და ისევ გაუგებარი მიზეზით გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას მიიღეს 16 მაისს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ არ იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დღეს და შესაბამისად, საერთოდ არ უფრთხილდება მოსამართლის ავტორიტეტს, პრესტიჟს, მხარეთა თვალში ფორმალურად მაინც, ელემენტარული პატივისცემის გამოწვევას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ძალიან აშკარა იყო, რომ მოსამართლე არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა, იმიტომ, რომ მას შუამდგომლობაზე პასუხი 48 საათის განმავლობაში უნდა გაეცა. პასუხი ვერ გაგვცა, ამ შუამდგომლობაზე რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისს და არა, დღეს ან ხვალ. გვითხრა, რომ პროცესი გადადებულია და ის არ აპირებს რაიმე განმარტების გაკეთებას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, ადვოკატი გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, „ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე“.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარეს მესამე პრეზიდენტთან მიმართებით არ დაუსახელებია პრივილეგიები, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, მათ მოითხოვეს სააკაშვილის უფლებების დაცვა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს