აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ხელშეწყობით, საპენსიო სააგენტოს გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს, GEC-ის ორგანიზაციული განვითარების ექსპერტთა გუნდი გაუძღვება და შემდეგი ძირითადი მიმართულებებით იმუშავებს: სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შექმნა, ორგანიზაციის მისიის, ხედვის, ღირებულებების, საშუალოვადიანი პრიორიტეტების, მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა. ასევე, დეტალური სამოქმედო გეგმა, კონკრეტული აქტივობების, მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმების მითითებით გაიწერება.
პროგრამა მიზნად საპენსიო სააგენტოსა და HICD პროექტს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ისახავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"