ბორის ჯონსონი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს ხელს აწერს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს ხელს აწერს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯონსონმა აღნიშნულ დეკლარაციას ხელი შვედეთში, პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად მოაწერა და დღეს ის ფინეთში გაემგზავრება, მსგავს უსაფრთხოების დეკლარაციას ხელი ფინეთის პრემიერ-მინისტრ საული ნიინისტოსთან ერთად მოაწეროს.

როგორც Sky News-ი იუწყება, დეკლარაციებით გაერთიანებულ სამეფოსა და თითოეულ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა შეიცვლება, მოხდება დაზვერვის გაზიარების გაძლიერება, ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაჩქარება, უსაფრთხოების გაძლიერება სამივე ქვეყანასა და ჩრდილოეთ ევროპაში და ა.შ. დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოს საშუალებას მისცემს, სკანდინავიურ პარტნიორებთან და მათ შეიარაღებულ ძალებთან ითანამშრომლოს ყველა სფეროში, მათ შორის კიბერსივრცეში.

„ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს და უსაფრთხოების ამ დეკლარაციების ხელმოწერა არის სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს შორის მარადიული გარანტიის. ეს არ არის დროებითი მიზანი, არამედ არის გრძელვადიანი ვალდებულება, სამხედრო კავშირებისა და გლობალური სტაბილურობის გასაძლიერებლად და მომავალი თაობებისთვის ევროპის თავდაცვის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ჯონსონმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი