ლევან ხაბეიშვილი ჯანდაცვის მინისტრს - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს, ქმნით კონსილიუმს თუ არ ქმნით, იღებთ პასუხისმგებლობას?

ალბათ გინდათ, რომ ისტორიული ფიგურა გახდეთ, მაგრამ მოღალატე მინისტრად ნუ ჩაეწერებით ისტორიაში. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს, ქმნით კონსილიუმს, თუ არ ქმნით, იღებთ პასუხისმგებლობას? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ამანთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 64%-ით გაძვირებულია მედიკამენტები, 35%-ით გაძვირებულია მომსახურება და 31%-ით გაძვირებულია დაზღვევა.

„ამასობაში, ექიმებით თავს იწონებთ, რაც კარგია, მაგრამ ამ ექიმებსა და ექთნებს ანაზღაურებას არ უმატებთ და მათ არ აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი ოჯახები გამოკვებონ. ამ ორი წლის განმავლობაში ეს ხალხი გმირულად იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სასწრაფო დახმარების ექიმებს დანამატი მოუხსენით, რატომ გააკეთეთ ეს?

თანამშრომლები გყავთ, 200 და 300 ლარზე ამუშავებთ, რომლებმაც მიტინგები გამართეს და არც კი ესაუბრებოდით.

იცით, რატომ ხართ ასე ფრთაგაშლილები გამდიდრებულები და გალაღებულები? თქვენი მთავარი დამსახურება არის ის, რომ მუშაობდით „ქართუში“, ბორინკა ივანიშვილის წარმომადგენელი ხართ და იმიტომ ხართ დღეს, მთავრობაში. 24 000 ლარი გქონდათ ანაზღაურება და ოთხჯერ ნაკლებ ანაზღაურებას დათანხმდით, როგორც მინისტრი. ახლა, არ მოჰყვეთ, რომ ისეთი პატრიოტი ხართ, ხალხი გიყვართ, გიჟდებით და აი, ამიტომ დათანხმდით ოთხჯერ ნაკლებ ანაზღაურებას. სხვათა შორის, თქვენს დეკლარაციაშივე შეგვიძლია გავერკვიოთ, რომ ეს თანხა არ გყოფნით სესხის გადახდისთვის, რაც გიწერიათ. ან ყელამდე კორუფციაში ხართ და მგონია, რომ ხართ ან მეორეა - თქვენთან, ალბათ, ჩემოდნებით მოდის ტრანსნაციონალური დანაშაული, „შავი ფული“ "ქეისით" ან ჩემოდნით ან შეიძლება ამ თანხებს ბარათებზე გისვამენ... პატრიოტი ვარ, 24 000 ლარიან ანაზღაურებაზე უარი ვთქვი, აქ მოვედი და ვმუშაობ ოთხჯერ უფრო იაფად, იმიტომ, რომ ვგიჟდები ხალხზეო, ამას ვინ დაიჯერებს? წარმოუდგენელია, რომ ახლა თქვენ ამის გამკეთებელი ხართ.,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა