სომხეთში ოპოზიციამ ერევანში მერიის შენობა გაათავისუფლა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო

სომხეთში ოპოზიციამ, რომელიც პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნის შესასრულებლად მოხდეს არა ქალაქის ქუჩების, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების შენობების ბლოკირება.

ამ მიზნით დღეს მათ ერევნის მერია ერთი საათის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სომხეთის ოპოზიციამ შენობის ყველა შესასვლელი გაათავისუფლა.

საპროტესტო დემონსტრაციის კოორდინატორმა, მოძრაობა „წინააღმდეგობის" ლიდერმა იშხან საღატელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მერიის შენობას ათავისუფლებს, მაგრამ დაუმორჩილებლობას კვლავაც განაგრძობს

„მინდა გავაფრთხილო მერი, თუ გონს არ მოვა, შემდეგ ჯერზე მერიის შენობის რამდენიმე საათით ბლოკირება მოხდება“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ამ დროისთვის მომიტინგეები ერევნის ცენტრში მსვლელობას აწყობენ.

სომხეთში საპროტესტო აქციები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით 2 მაისს განახლდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ