ჯანდაცვის მინისტრი - "ფაიზერის" 400 000 ვაქცინა ნაჩუქარი იყო და ნაჩუქრის ჩუქება არ შეიძლება

„ფაიზერის“ 400 000 ვაქცინა ჩვენთვის სხვა ქვეყნიდან ნაჩუქარი იყო და მოგეხსენებათ, ნაჩუქარის ჩუქება არ შეიძლება - აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ გავაჩუქეთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც უპასუხა რომან გოცირიძის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გააჩუქა საქართველოს ხელისუფლებამ „ფაიზერის“ 400 000 ვაქცინა, რომელიც, მისი თქმით, „განადგურდა“.

„როგორც სხვა „ფაიზერის“ ვაქცინებს, რომელიც ახლაც შევიძინეთ, სულ 6-თვიანი ვადა ჰქონდა. შესაბამისად, როცა ის ნაჩუქარი ვაქცინები ჩვენ გვაჩუქეს, 2-3 თვეზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, შემდეგ ვადაც გაუგრძელეს და აქედან გამომდინარე დიდად არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს აგვეთვისებინა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო