უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რის თანახმადაც რუსული ჯარები ხარკოვის რეგიონში თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ და ახალი წინსვლა არ უცდიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონში მდებარე სოფელი პიტომნიკი დაიბრუნეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ძალისხმევის უკრაინის აღმოსავლეთზე ფოკუსირებას.
საოკუპაციო ძალები კონტროლის დამყარებას დონბასის რეგიონში მდებარე რუბიჟნესა და ლიმანზე ცდილობენ.
რაც შეეხება ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები კვლავ აგრძელებენ "აზოვსტალის" ქარხანაზე უკრაინელი დამცველების ბლოკადასა და დაბომბვას.