ფინეთის პრეზიდენტი -  ნატოში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული - ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოება

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, ქვეყნის ნატოში გაერთიანებისკენ სწრაფვა რუსეთის ქმედებებითაა გამოწვეული.

მისი თქმით, თუ ფინეთი შეუერთდება ნატოს უახლოეს მომავალში და რუსეთი დაუსვამს კითხვას, რატომ, მისი პასუხი იქნება: "ეს თქვენ გამოიწვიეთ - ჩაიხედეთ სარკეში".

მისი თქმით, ფინეთის უსაფრთხოების გაზრდა სხვის უსაფრთხოებას არ დააზიანებს.

„ჩვენთვის ნატოში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული - გვსურს, მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოება“, - აღნიშნა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება შეიცვალა, რადგან მანამდე მოსკოვი თვლიდა, რომ ფინეთი და შვედეთი ბალტიის რეგიონში სიტუაციას „ასტაბილურებდნენ“.

"მაგრამ შემდეგ, გასული წლის ბოლოს, მათ განაცხადეს, რომ ფინეთი და შვედეთი არ უნდა გაწევრიანდნენ ნატოში. მოითხოვეს, რომ ნატოს არ მიეღო ახალი წევრები. რუსეთმა ფაქტობრივად გამოხატა : თქვენ არ გაქვთ საკუთარი ნება - ეს იყო დიდი ცვლილება", - აღნიშნა ნიინისტომ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ფინეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის დრამატული შემობრუნება ალიანსში გაწევრიანების სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ნატოში გაწევრიანების შესახებ პოზიციებს დღეს გამოაცხადებენ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს