ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის პირდაპირი საფრთხეა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, ისევე როგორც მისი კავშირები პეკინთან, მზარდ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

„რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეშფოთება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაიზიარა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიას. ეს შეუწყნარებელია,“ - აღნიშნა კიშიდამ. აღნიშნული კომენტარები ევროკავშირ-იაპონიის სამიტის შემდეგ გაკეთდა, სადაც მხარეებმა ახალი ციფრული პარტნიორობა გამოაცხადეს. შეთანხმება მოიცავს ზომებს კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა