რუსეთში, სამხედრო ნაწილში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის ამურსკის რაიონში, ტეისინის დასახლებაში სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"იქ არის სამხედრო ბაზა, რაღაც აფეთქდა. ერთი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა წყარომ TASS-თან საუბრისას.

ამასთან, კიდევ ერთმა წყარომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გამოცემას უთხრა, რომ, სავარაუდოდ, დენთი აფეთქდა.

"წინასწარი მონაცემებით, დენთის აფეთქება უყურადღებობამ გამოიწვია. ზუსტი ვერსია გამოძიების მსვლელობისას დადგინდება", - განაცხადა წყარომ.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო