თენგიზ ცერცვაძე - კოვიდპაციენტებში „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება არ დაწყებულა - ჯანდაცვის პირველად რგოლთან ჩავატარებთ ტრენინგებს, რომ ამ მედიკამენტს გაუშინაურდნენ

„პაქსლოვიდი“ კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს 89%-ით ამცირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში მედიკამენტის მასობრივი გამოყენება არ დაწყებულა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის გამოყენების შესახებ პირველად სამედიცინო რგოლთან საფუძვლიანი ტრენინგები უნდა ჩაატაროს, რადგან „ზოგმა ექიმმა მისი სიკეთე არ იცის და ფრთხილობენ“.

„პაქსლოვიდი“ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს 89%-ით ამცირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში მედიკამენტის მასობრივი გამოყენება არ დაწყებულა. ჯანდაცვის სამინისტრო შეუთანხმდა ჯანმოს და უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ საფუძვლიან ტრენინგებს ჯანდაცვის პირველად რგოლთან, რათა „პაქსლოვიდს“ გაუშინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლექციები წავიკითხეთ, არ არიან მიჩვეულები „პაქსლოვიდის“ გამოყენებას, ჯერ კიდევ უცხოა. ზოგმა, მისი სიკეთე არ იცის და ფრთხილობენ. იმისთვის, რომ კარგი მაჩვენებლები გარანტირებული გვქონდეს, „პაქსოლივიდი“ ერთ-ერთი მთავარი გარანტია. უახლოეს პერიოდში, „პაქსლოვიდზე“ ფართომასშტაბიანი ტრენინგები ჩატარდება. მას ისე ფართოდ გამოვიყენებთ, როგორიც არის „რემდესივირი“, ბარიციტინიბი“, მონოკლონური ანტისხეულები და "ტოცილიზუმაბი". ამის შემდეგ უფრო დაცულები ვიქნებით. მინდა შევპირდე მოსახლეობას, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამ პანდემიის სრულ ლიკვიდაციას, ან უფრო მეტი ალბათობით, პანდემიის იმ დონეზე შენარჩუნებას, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს თავი დაცულად, კოვიდმა ცხოვრების ხარისხზე გავლენა არ მოახდინოს“, - განაცხადა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა