შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შვედეთი ითვალისწინებს ფინეთის შეფასებებს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებით, შვედეთი გაითვალისწინებს ფინეთის შეფასებებს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

„ფინეთი არის შვედეთის უახლოესი პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ფინეთის შეფასებები“, - წერს ან ლინდე „ტვიტერში“.

მისი თქმით, შვედეთი გადაწყვეტილებას უსაფრთხოების პოლიტიკის კონსულტაციების ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს.

„ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე“, - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ალიანსში გაწევრიანების საკითხს აქტიურად განიხილავენ შვედეთშიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა