ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს უსაფრთხოებას ჩრდილოეთ ევროპაში

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს განცხადებით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ბალტიის ზღვის რეგიონისა და ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებას.

„თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, ფინეთის შეერთება გააძლიერებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას ბალტიის ზღვის რეგიონისა და ჩრდილოეთ ევროპისთვის“, - განაცხადა ჰავისტომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე.

„ნატოს პერსპექტივიდან ფინეთს აქვს მყარი დემოკრატიული მანდატი. ის აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს და აქვს ძლიერი და სანდო ეროვნული თავდაცვა, რომელიც თავსებადია ნატოსთან. დარწმუნებულნი ვართ, რომ ფინეთი ნატოს დამატებით ღირებულებას შესძენს. ჩვენი თავდაცვის ძალების ძალა ომის დროს არის 280 000 ჯარისკაცი, ხოლო გაწვრთნილი რეზერვი 900 000 კაცი და ქალი", - აღნიშნა ჰავისტომ.

მან ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილ საფრთხეებზე ისაუბრა.

„უკრაინაში შეჭრა არის შეტევა ევროპის უსაფრთხოების მთელ წესრიგზე“, - აღნიშნა ჰავისტომ და დასძინა, რომ საჭიროა ევროკავშირმა „ყველაფერი გააკეთოს უკრაინის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის“.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს. „ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა