იენს სტოლტენბერგი - თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი

ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, მას თბილად მიესალმებიან ნატოში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფინეთი ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.

„ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში აჩვენებს, რომ "ნატოს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს".

შეგახსენებთ, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს. „ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს