ვოლოდიმირ ზელენსკი ატლანტიკურ საბჭოს - ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით ჩვენთან, შეხედეთ უკრაინელებს მამაც თვალებში, მათ სჭირდებათ განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში მარტო არ არიან, მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო

ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით უკრაინაში, მოისმინეთ ათასობით მსგავსი ამბავი ჩვენზე, უკრაინელებზე. შეხედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით ძლიერი ხელი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დღეს ატლანტიკურ საბჭოს ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის, რომლითაც უკრაინელი ხალხი დააჯილდოვეს.

„უკრაინელი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ატლანტიკურ საბჭოს ჯილდოსთვის. უკრაინელი ხალხისთვის ამ ჯილდოს საშუალებით პატივის მიგება სამართლიანი და სწორი ჟესტია, რადგან სიმამაცე ჩვენი ეროვნული ხასიათის ნიშანია. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს და აღფრთოვანებულია უკრაინელების გმირობით. ამავდროულად, არ მინდა, რომ ეს რუტინა გახდეს. ამისათვის, უნდა ითქვას და გვახსოვდეს, რომ უკრაინელების მამაცობის, სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია და სახელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებს კონკრეტული დახმარება და თანადგომაც სჭირდებათ.

„ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით უკრაინაში, მოისმინეთ ათასობით მსგავსი ამბავი ჩვენზე, უკრაინელებზე. შეხედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით ძლიერი ხელი და ნახავთ, რომ ისინი ამ ყველაფერს დიდებისთვის არ აკეთებენ, რომ მათ არა მხოლოდ ჯილდოები, არამედ კონკრეტული დახმარება და თანადგომაც სჭირდებათ. იარაღი, აღჭურვილობა, ფინანსური მხარდაჭერა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რაც მთავარია: განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან, რომ მათ მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო - თავისუფალი სახელმწიფოები და ჩვენი პლანეტის თავისუფალი ერები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა