უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ "აზოვსტალიდან" მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ რუსი ტყვეების სანაცვლოდ, მარიუპოლის ალყაში მოქცეული ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე ,,ძალიან რთული მოლაპარაკებები" მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,გასაგებად რომ ვთქვათ: ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილ (საწოლს მიჯაჭვულ) მებრძოლზე, ეტაპობრივად ვმუშაობთ. გავცვლით 38-ს, შემდეგ გავაგრძელებთ. ამჟამად, 500 ან 600 ადამიანის გაცვლაზე საუბარი არ არის, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს", - განაცხადა ვერეშუკმა.

მათივე ინფორმაციით, ვერეშუკმა გამოთქვა თხოვნა, რომ ამ პროცესის შესახებ სპეკულირება შეწყვიტონ.

,,გთხოვთ, ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება. თავი შეიკავეთ საჯარო კომენტარებისგან იმის შესახებ, რაც არ იცით", - დასძინა ვერეშუკმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა