ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს მიაწვდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი აპირებს, უკრაინას სამხედრო დახმარება დამატებით 500 მილიონი ევროთი გაუზარდოს.

მედიის ინფორმაციით, ბორელმა ეს განცხადება გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.

აღნიშნული დახმარების პაკეტი ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საშუალებით ზეწოლა გაგრძელდება.

„იქნება მეტი ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკური სანქციების საშუალებით, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებით და დეზინფორმაციასთან ბრძოლით,“- აღნიშნა ბორელმა.

რაც შეეხება რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, დარწმუნებულია, რომ ბლოკი ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევს.

„დარწმუნებული ვარ, შეთანხმება გვექნება. ჩვენ ის გვჭირდება და გვექნება. უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულებისგან. თუ ელჩების დონეზე შეთანხმება არ იქნება, მაშინ ორშაბათს მინისტრებმა, როცა შეიკრიბებიან, პოლიტიკური იმპულსი უნდა მისცენ,“- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა