„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას მართავენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში იკრიბებიან, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განიხილონ.

Sky News-ი წერს, რომ უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია. დეფიციტი და შედეგად გამოწვეული ფასების ზრდა განვითარებად ქვეყნებს განსაკუთრებით დაუცველს ტოვებს, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი უკრაინულ პროდუქტზე.

„ამჟამად, ოდესის პორტში 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, რაც ნიშნავს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებს, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

აღსანიშნავია, რომ სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი