საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მსოფლიო ლიდერები გახანგრძლივებულ კონფლიქტთან გასამკლავებლად უნდა მოემზადონ, განსაკუთრებით მის შედეგებთან, სურსათით მომარაგების მიმართულებით

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები გახანგრძლივებულ კონფლიქტთან გასამკლავებლად უნდა მოემზადონ, განსაკუთრებით მის შედეგებთან, სურსათით მომარაგების მიმართულებით. ამის შესახებ ჯან ივ ლე დრიანმა დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში განაცხადა.

„ჩვენ ახლა უნდა გავუმკლავდეთ კონფლიქტს, რომელსაც გაგრძელების პერსპექტივა აქვს და აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტის შედეგებთან გამკლავება უნდა შევძლოთ საერთაშორისო დონეზე, კონკრეტულად კი სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში“, - განაცხადა საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა.

ლე დრიანის თქმით, ახლა საერთაშორისო დისკუსიის ფოკუსი საკვების პროდუქტების გაზრდილი ფასები უნდა იყოს, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საკვების გლობალურ კრიზისზე ალაპარაკდნენ.

მისივე თქმით, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთთან ომში არ არის, თუმცა ამ ომში არის აგრესორი და არის მსხვერპლი და აღნიშნული ქვეყნები დგანან იმ ქვეყნის გვერდით, რომელზეც თავდასხმა ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა