ირაკლი ღარიბაშვილი - ინდივიდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, რას ნიშნავს მუსურიძის სასამართლო? ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ილაპარაკეთ ყველა ინსტიტუტზე!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემა ევროკავშირის სასამართლო სისტემას სრულად შეესაბამება.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო დღეს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და თავისუფალია.

„რა ხდება სასამართლოში? - გეტყვით, რომ რაც ხდებოდა 2012 წელს, როცა ჩავიბარეთ, კარგად გვახსოვს, მას შემდეგ 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების. რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, მეგობრებისგან, ყველაფერი თითქმის გავითვალისწინეთ პირველივე წლებში. მათი რეკომენდაცია იყო, რომ უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და რეალური დამოუკიდებლობა, მათი პირველი რეკომენდაცია იყო, რომ დაგვენიშნა ისინი სამუდამოდ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, სამი-ოთხი ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის სასამართლო სისტემას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტს კითხვაზე: კარგია ლევან მურუსიძის სასამართლო? - ღარიბაშვილმა უპასუხა: „ეს არის შეურაცხყოფა“.

„თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ. რას ნიშნავს მუსურიძის სასამართლო? ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ილაპარაკეთ ყველა ინსტიტუტზე!

სასამართლო რეალურად იყო ნოტარიუსის ოფისი. მუსურიძე არავინ არ იყო მაგ დროს, იყო კუბლაშვილი და ადეიშვილი. ეს რეალობა იყო. ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მაშინ მსხვერპლი იყო. ასეულობით მოსამართლე იყო მაგ დროს მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის, ათასობით პოლიციელი, კეთილსინდისიერი ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ მსხვერპლი სააკაშვილის მჩაგვრელი და მავნებლური პოლიტიკის. მაგაზე საუბარი აღარ მინდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო