სლოვენიაში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სლოვენიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფეთქება ხუთშაბათს ქალაქ კოცევჯეში მელანინის ქარხანაში მოხდა, სადაც აწარმოებენ ქიმიკატებს, რომლებიც გამოიყენება საღებავების, რეზინის წარმოებასა და სხვა ინდუსტრიაში.

პოლიციამ აფეთქების შემდეგ დაკარგული ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვა. მეექვსე ადამიანი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

მეხანძრე-მაშველებმა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი ჩააქრეს, ჯარმა კი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა განახორციელა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ადამიანის შეცდომამ გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა