სერგეი ლავროვი - ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც ევროპის კონტინენტის მიღმა ამბიციებს აცხადებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს ნატო-ს მაგალითზე თავისი წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციების აღებას და ევროპული გაერთიანება ნატოდ გადაიქცევა.

„უკრაინის ხელისუფლება მზად არის ნეიტრალური სტატუსისთვის ნატო-სა და სხვა სამხედრო ბლოკების მიღმა გარანტიების მიღების პირობით, მაგრამ ამავდროულად ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვას ევროკავშირის წევრობას. კიევის სურვილი სერიოზულ ეჭვებს აჩენს ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან გადაიქცა აგრესიულ მებრძოლ მოთამაშედ, რომელიც უკვე აცხადებს ამბიციებს ევროპის კონტინენტის მიღმა“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა მაგალითად მოიყვანა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა ტოკიოში ევროკავშირი-იაპონიის სამიტზე.

"ურსულა ფონ დერ ლეიენმა აგრესიული კლასიკური სტილით განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს ვალდებულება აქტიური როლი ითამაშოს წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”,-განაცხადა მან.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს