უკრაინასთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის სხდომა „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ რამდენიმე წევრმა დატოვა

უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის სხდომა „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ რამდენიმე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel. ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ნაადრევად დატოვა შეხვედრა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეძღვნებოდა. მათ შორის იყო ფრაქციის სპიკერი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მარკუს ფაბერი.

„სამწუხაროდ ბევრი პასუხი არ იქნა გაცემული. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის ანაზღაურებას“,- განაცხადა ფაბერმა „ტვიტერის“ გვერდზე.

მოგვიანებით მან ინციდენტი სხვაგვარად განმარტა და შეხვედრის ნაადრევად დატოვება დაგეგმილ შეხვედრებს მიაწერა, შოლცს კი მოსაზრებათა კონსტრუქციული გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ მძიმე იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებაში ერთიანები ვართ. ახლა ჩვენ სწრაფად მოვახდენთ იმის რეალიზებას, რისი ინიცირებაც ბუნდესტაგში მოვახდინეთ“,- განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს