ბრიტანეთმა და ნორვეგიამ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ბრიტანეთმა და ნორვეგიამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ფინეთსა და შვედეთში გაემგზავრა, რათა ქვეყნებისთვის პოტენციური რუსული საფრთხის წინააღმდეგ მხარდაჭერა აღეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გარდიანი" ავრცელებს.

,,დაუნინგ სტრიტის" განცხადების თანახმად, ჯონსონი დღეს ლონდონში თავის ნორვეგიელ კოლეგას, იონას გაჰრ შტორეს შეხვდა, სადაც ორივე ლიდერმა ,,ხაზგასმით აღნიშნა, სკანდინავიელი პარტნიორების მიერ, ნებისმიერი სუვერენული არჩევანისადმი სრული მხარდაჭერა მათი უსაფრთხოების გასაძლიერებლად".

როგორც ,,გარდიანი" იუწყება, შტორემ მედიას განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრისას კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის, უკრაინას დახმარებისა და ენერგეტიკისა და ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვის საკითხები განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა