პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლოიდ ოსტინი სერგეი შოიგუს ტელეფონით პირველად ესაუბრა და „მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი“

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის რუს კოლეგას პირველად ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"13 მაისს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა პირველად, 18 თებერვლის შემდეგ", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ თავის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოსტინმა ,,მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში და კომუნიკაციების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა