ჯო ბაიდენი ფინეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო "ტვიტერზე" წერს.

მისივე თქმით, ლიდერებმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ საკითხები და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.

,,მქონდა ერთობლივი სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. ჩვენ უკრაინაში რუსეთის ომის გამო ღრმა შეშფოთებას ვიზიარებთ. მე ნატოს წევრობისკენ ფინეთის შემდეგი ნაბიჯები განვიხილე. ფინეთი, შეერთებული შტატების ყველა საჭირო მხარდაჭერას აფასებს", - წერს ნიინისტო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა