აშშ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ლიდერები - უკრაინაში საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

უკრაინაში საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ აშშ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (Asean) ლიდერებმა ვაშინგტონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადეს.

მათი მტკიცებით, მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, მხარს უჭერენ გაერო-ს გენერალური მდივნის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისა და მოწყვლად სიტუაციებში მყოფი პირების დაცვისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა