აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ლიდერებს ვაშინგტონში უმასპინძლა, სადაც ასოციაციის პირველი სამიტი გაიმართა. ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და 10 ერისგან შემდგარ ბლოკს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბევრი ცვლილება მოხდება, სადაც ASEAN-ის წევრი ქვეყნები უდიდეს როლს ითამაშებენ.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას – ახალ ერას – აშშ-სა და ASEAN-ის ურთიერთობებში. აშშ-მა და ASEAN-ის წვრებმა ერთად განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო პერსპექტივები და ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო წესრიგი საფრთხეებისგან დავიცვათ“, -განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ASEAN-ის წევრები არიან აშშ, ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი.