კიმ ჩენ ინი - ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს.

„ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, - განაცხადა მან.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

ცნობისთვის, პანდემიის 2 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შესახებ 12 მაისს განაცხადეს. ამ დროისათვის ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის 187 800 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 27 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა