ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ და მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ და მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ.

ამასთან, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ საშიშია და დაბრუნებამდე ადამიანებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გაითვალისწინონ. გუბერნატორის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ოლქი ბევრ ადგილას დანაღმეს.

„რუსები ქალაქს არ უტევენ, მაგრამ მათი სამიზნე ოლქის სხვადასხვა დასახლებებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოდუნება ჯერ ადრეა”, - განაცხადა გუბერნატორმა.

„მოვუწოდებ ყველას, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ განგაშზე და ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეიკავონ,”- დასძინა მან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში