ფინეთი ადასტურებს, რომ რუსეთმა ქვეყანას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, - ამის შესახებ ფინურმა ოპერატორმა Fingrid-მა CNN-ს განუცხადა.

Fingrid-ის ენერგეტიკული სისტემის ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, რეიმა პეივინენის თქმით, ექსპორტის შეჩერებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბაზარზე და რომ ფინეთი „გაუმკლავდება“ შეწყვეტას, რადგან რუსული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების მცირე ნაწილს შეადგენს.

„ამასთან, ზაფხულში ნაკლები ელექტროენერგია დაგვჭირდება”, - განაცხადა პეივინიენმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ქვეყანას ზამთარში სერიოზული პრობლემა არ შეექმნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფინეთის ლიდერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის გადაწყვეტილება „ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებად“ შეაფასეს და საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა