ირაკლი კობახიძე არესტოვიჩის განცხადებაზე - მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება - ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან

მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია აიცილოს.

„მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ФЕЙГИН LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგად იცის საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, „ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.

კითხვაზე, ექნებოდა თუ არა საქართველოს ცხინვალის ტერიტორიაზე შესვლის შანსი ახლა რომ რაიმე სამხედრო მოქმედებები განეხორციელებინა, არესტოვიჩმა უპასუხა, რომ მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ეს არ შეუძლია.

„ბევრი არაფერი ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე. ვერ ვიტყვი, შეუძლია, არ შეუძლია, არის თუ არა ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მეჩვენება, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია კამათში შემოსვლა ორ შტატგარეშე მრჩეველთან, კერძოდ, ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შედეგ. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად ხვდებათ მტკივნეულ ადგილზე. მაგრამ, ქართველი ხალხი იკითხავს: „როგორაა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტოდ, არამედ დე იურედ, ეს სულ სხვა რამ არის“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო