პორტუგალიაში რომან აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროს ღირებულების სახლი დააყადაღეს

პორტუგალიის ალგარვეს რეგიონში რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროს ღირებულების სახლი დააყადაღეს. ამის შესახებ გამოცემა Público იტყობინება.

გამოცემის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ორი კვირით ადრე, შპს Millhouse Views, რომელიც ეკუთვნის აბრამოვიჩის საინვესტიციო ჰოლდინგს, ცდილობდა ამ ქონების გაყიდვას, მაგრამ პორტუგალიურმა სახელმწიფო საბანკო კორპორაციამ Caixa Geral de Depósitos-მა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ქონების რეგისტრაცია 25 მარტიდან გაყინულია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომან აბრამოვიჩი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. მისი აქტივები, მათ შორის ლონდონის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“, გაყინული იყო. შემდეგ აბრამოვიჩმა ხელი მოაწერა შეთანხმებას კლუბის გაყიდვის შესახებ კონსორციუმზე, რომელშიც შედიან ამერიკელი ბიზნესმენები ტოდ ბოელი და მარკ ვალტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს