"როიტერის" ინფორმაციით, თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა

თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იბრაჰიმ კალინის ინფორმაციით, მან შეთავაზება ორი კვირის წინ პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში და აღნიშნა, რომ შეთავაზება მაგიდაზე რჩება, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ამაზე თანხმობა არ განუცხადებია.

გეგმის თანახმად, ადამიანთა ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ ხმელეთით ბერდიანსკის საპორტო ქალაქამდე უნდა განხორციელებულიყო, იქიდან კი თურქულ გემებს ისინი შავი ზღვის გავლით სტამბოლში უნდა გადაეყვანათ.

„ამის განხორციელება ამგვარად თუ შეიძლება, ჩვენ მოხარულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზადაა გავიდეს და დაშავებული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები თურქეთში ჩამოიყვანოს“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო