უკრაინის პრემიერმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან თავდაცვით და ფინანსურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან თავდაცვით და ფინანსურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

შმიგალმა ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერის პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეგობრული საუბარი გვქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მადლობელი ვარ ლიდერობისთვის უკრაინის მხარდაჭერაში. განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები თავდაცვით და ფინანსურ სფეროებში და ასევე ურთიერთთანამშრომლობა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა შმიგალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა