ბუფალოში სუპერმარკეტში სროლისას სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც მედია წერს, დანაშაული „რასობრივად მოტივირებული“ იყო.

„ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ეს თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ინდივიდი, რომელმაც უდანაშაულო საზოგადოებაში ახლახან სიძულვილის დანაშაული ჩაიდინა, დარჩენილ დღეებს გისოსებს მიღმა გაატარებს“, - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა.

ეჭვმიტანილი 18 წლის თეთრკანიანი პეიტონ გენდრონია. მას, მასობრივი სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს, რაზეც ის თავს უდანაშაულოდ სცნობს.

სამართალდამცველები თვლიან, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა დანაშაულის ტრანსლირებას პირდაპირ ეთერში ახდენდა და ეძებენ, გამოაქვეყნა თუ არა მან ინტერნეტში მანიფესტი.

მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან მიუსამძიმრა მოკლულთა ოჯახებსა და „ყველას, ვინც ამ საშინელი სროლის ფიზიკური და ემოციური ჭრილობებით იტანჯება“.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, შიდა ტერორიზმის ნებისმიერი აქტი, მათ შორის ქმედება, რომელიც ამაზრზენი თეთრი ნაციონალისტური იდეოლოგიის სახელითაა ჩადენილი, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი ამერიკაში იცავენ.

„სიძულვილს არ უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ნავსაყუდელი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ სიძულვილით გაღვივებული შიდა ტერორიზმი“,- განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა