ქვევრის ღვინო ლონდონში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზეა წარდგენილი

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW (The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელშიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი).

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბაზრების დივერსიფიკაციას. საქართველო RAW WINE -ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, ღვინის პროფესიონალთა ფართო აუდიტორიას და პოტენციურ იმპორტიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ.

წელს, ლონდონში გამართულ გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „მეღვინეობა ართანა“, „ანდრიას ღვინო“, „ანაპეა“, „დორემი“, „დემის მარანი“, „გოცას ღვინო“, „ნიკალას მარანი“, „ბაიას ღვინო“, „ახმეტის ღვინის სახლი“ მონაწილეობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა