ნატო-ს გენმდივნის მოადგილე - საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე - საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვს

საქართველოს ხელმძღვანელობა მიიღებს მოწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც მადრიდში ივნისის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიიღეს.

"ნატო ყოველთვის პატივს სცემს ერების უფლებას აირჩიონ საკუთარი გზა. საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვს", - განაცხადა მირჩა ჯოანამ და უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა