მირჩა ჯოანა - თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ამიტომ შეშფოთება, რომელიც გამოთქვა, განიხილება ჩვენ შორის, როგორც მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის - შეგვიძლია ვიპოვოთ კონსენსუსის მიღწევის პირობები

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა, რომელიც გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ავადმყოფობის გამო ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უხელმძღვანელებს, ოპტიმისტურად არის განწყობილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები კონსტრუქციულად მიიღებენ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილებას, თუ ასეთი რამ მოხდება“, - განაცხადა ჯოანამ.

გენერალური მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ თურქეთის წინააღმდეგობები, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს ალიანსში შესვლის დაბლოკვას დაჰპირდა, მოგვარდება.

"თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ამიტომ შეშფოთება, რომელიც მან გამოთქვა, განიხილება ჩვენ შორის, როგორც მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის. და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს ქვეყნები (შვედეთი და ფინეთი) გადაწყვეტენ - და ეს, როგორც მე ვიცი, მოხდება უახლოეს დღეებში - ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ კონსენსუსის მიღწევის პირობები“, - განაცხადა მან.

მირჩა ჯოანამ დასძინა, რომ ნატო-ს წევრებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი არ არის განწყობილი დადებითად ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო