დმიტრო კულება - შემოდის იდეა, რომ რუსული აქტივების არა მხოლოდ დაყადაღებაა საჭირო, არამედ მათი უკრაინისთვის გადაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დადებით რეაქციას ეხმაურება იდეასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის დაყადაღებული აქტივები უკრაინას გადაეცეს სახელმწიფოს აღდგენის მიზნით.

„დეტალების შესახებ საუბარი არ შემიძლია, ვიტყვი მხოლოდ ერთს - კარგად შემოდის იდეა, რომ რუსული აქტივების არა მხოლოდ დაყადაღებაა საჭირო, არამედ მათი უკრაინისთვის გადაცემა ჩვენი სახელმწიფოს აღდგენისთვის“, - აცხადებს კულება.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ ადასტურებს მზადყოფნას, მონაწილეობა მიღოს უკრაინის აღდგენაში, კერძოდ, ქალაქების, ობიექტების, ასევე რეგიონების რეკონსტრუქციაში, რომლებიც ომმა დაანგრია.

კულება იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სამუშაოები შესაბამისი სახით დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო