ფინეთი ნატოს გაწევრიანებისთვის მიმართავს

ფინეთის პრეზიდენტმა საულ ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ნატო-ს ალიანსში წევრობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და მთავრობის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი განაცხადს შეიტანს ნატოს წევრობისთვის“, - განუცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ფინეთის პირველი პირების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი რატიფიცირებული უნდა იყოს ქვეყნის პარლამენტის მიერ.

„იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში დაადასტურებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე“, - აღნიშნა მარინმა.

მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გეგმები "უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა