ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრებს საკუთარი პოზიციის შესახებ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ამის შესახებ დღეს ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გამო, ბერლინში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში დისტანციურად მონაწილეობდა.
მისი თქმით, თუკი ეს ქვეყნები გადაწყვეტენ გაწევრიანებას, ეს იქნებოდა ისტორიული მოვლენა და აჩვენებდა, რომ ნატოს კარი ღიაა.
სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინს სურს, რომ უკრაინა დამარცხდეს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი გაიყოს, მაგრამ ისინი ერთიანი არიან და უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს ამ ომში.